Thumbnail

როჯერ ტეილორი: ფრედი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ჯონ დიკონი ჯგუფს მაინც დატოვებდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Queen დრამერი, როჯერ ტეილორი რადიოსადგურ BBC Radio 6 Music-ს სტუმრობდა. მუსიკოსის აზრით, ფრედი მერკური რომ ცოცხალი ყოფილიყო და ბენდს დღემდე მოღვაწეობა გაეგრძელებინა, ჯონ დიკონი კოლექტივს მაინც დატოვებდა.

როჯერ ტეილორი: ფრედი მერკური რომ ცოცხალი იყოს, Queen ახალ სიმღერებს ისევ დაწერდა

"მჯერა, ფრედი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ახალ ნამუშევრებს კვლავ გამოვუშვებდით. არაჩვეულებრივი თანამშრომლობა გვქონდა. არ ვიცი, ჯონ დიკონი რამდენად იქნებოდა ჩვენთან ერთად... ის ამისთვის მზად არ იქნებოდა", - განაცხადა ტეილორმა.

ჯონ დიკონი 2015 წელს

მერკურის გარდაცვალების შემდეგ დიკონი ჯგუფის წევრებთან ერთად სცენაზე სულ სამჯერ გამოჩნდა. ცოტა ხანში კი განაცხადა: "აზრი არ აქვს ამის გაგრძელებას. ფრედის შეცვლა შეუძლებელია" და 1997 წელს კოლეგებს დაემშვიდობა.

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა. ჯგუფის ფრონტმენი ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. 2004 წლიდან ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პროექტით Queen + საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. მათ ტურნეებში ვოკალისტების როლში პოლ როჯერსი, 2011 წლიდან კი ადამ ლამბერტი მოგვევლინენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული