Thumbnail

მოუსმინეთ: ერეკლე დეისაძე / Nimit_ta - ნამასა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა არტისტმა, ერეკლე დეისაძემ და ჯგუფ "შარქათაქის" ყოფილმა ფრონტმენმა, ბექა კუნდალინიმ, ფსევდონიმით Nimit_ta, ახალი კომპოზიცია "ნამასა" გაავრცელეს.

ნახეთ: ერეკლე დეისაძემ კომპოზიციაზე "გამოსვლა" კლიპი გადაიღო

მუსიკოსები მომავალ კვირას, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ტრეკს გამოაქვეყნებენ. აღსანიშნავია, რომ არტისტები ერთობლივი EP-ის გამოცემას გეგმავენ.

მწერალმა და მუსიკოსმა, ერეკლე დეისაძემ შემოქმედებითი კარიერა პროექტით "ეკო და პარალელური თაობა" დაიწყო. 2012 წელს კი პანკ-ჯგუფი "40 კილომეტრში" დააარსა. 2015 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო სოლო ალბომი "იარე“. აღსანიშნავია დეისაძის კიდევ ერთი პროექტი, Eko & Vinda Folio, რომლის სადებიუტო ალბომი "თერაპია" 2019 წელს ფრანგულ ლეიბლზე Talitres გამოიცა.

რეცენზია: Eko & Vinda Folio - თერაპია

არტისტის, ხშირ შემთხვევაში, ეპატაჟური ნამუშევრები სოციალურ-პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს და საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. მუსიკოსის ყველაზე პოპულარული სიმღერებია "შენი ფანჯრიდან", "რაც მამას უნდა" და "ხალხური".

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული