Thumbnail

ნახეთ: აშერმა კომპოზიციაზე I Cry კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ამერიკელმა არენბი შემსრულებელმა, აშერმა კომპოზიციაზე I Cry შექმნილი კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლის ავტორი თავად მომღერალი გახლავთ. მან ნამუშევარში მოძრაობა Black Lives Matter-ის მიერ ჩატარებულ საპროტესტო აქციებზე გადაღებული კადრები გამოიყენა. ჩანაწერის გაყიდვებიდან შემოსულ თანხას მუსიკოსი ანტირასისტულ ორგანიზაციებს გადაურიცხავს.

მოუსმინეთ: Usher - SexBeat Ft. Lil Jon x Ludacris

აშერ რეიმონდმა მუსიკალური კარიერა 1991 წელს დაიწყო. არტისტს პოპულარობა 1997 წელს გამოშვებულმა, რიგით მეორე ალბომმა My Way მოუტანა. მასში შესულმა სინგლმა Nice & Slow ბილბორდის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. 8 გრემის მფლობელ მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული