Thumbnail

ნახეთ: City Girls და Doja Cat კლიპს Pussy Talk ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ფლორიდული ჰიპ ჰოპ დუეტი City Girls მსმენელს კომპოზიციაზე Pussy Talk გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ტრეკში გოგონებთან ერთად პოპულარული მუსიკოსი Doja Cat მონაწილეობს. ჩანაწერი, რომლის პროდიუსერიც Southside გახლავთ, გაერთიანების ახალგავრცელებული ალბომის City On Lock ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: ჰიპ ჰოპ დუეტი City Girls ალბომს City On Lock ავრცელებს

City Girls 2010 წელს მაიამიში ჩამოყალიბდა. დუეტი ფართო საზოგადოებამ 2018 წელს გავრცელებული სადებიუტო მიქსტეიპით Period გაიცნო. იმავე წელს სამხრეთულმა გაერთიანებამ გაყიდვაში პირველი ალბომი Girl Code ჩაუშვა, რომლის სინგლებიც პლატინის სტატუსის მფლობელი კომპოზიციები: Twerk და Act Up გახლავთ. 2020 წლის ივნისში გაერთიანება მსმენელს ახალი სტუდიური ჩანაწერით City On Lock დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული