Thumbnail

ნახეთ: Dirty Projectors გადაცემაში Tiny Desk Concert

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ინდი როკ ჯგუფი Dirty Projectors პლატფორმა National Public Radio-ს ესტუმრა. კოლექტივმა გადაცემაში Tiny Desk Concert ოთხი კომპოზიცია შეასრულა. კორონავირუსის გამო ბენდის წევრებს საკუთარი პარტიების ჩაწერა სახლებში მოუწიათ.

ნახეთ: Dirty Projectors - Lose Your Love

მოუსმინეთ: Dirty Projectors-მა ჯონ ლენონის კომპოზიცია Isolation დააქავერა

Dirty Projectors დევიდ ლონგსთრეთმა 2002 წელს ჩამოაყალიბა. ერთ წელიწადში მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი The Glad Fact გაავრცელეს. ჯგუფის შემადგენლობა წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. კოლექტივს ამ დრომდე 8 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული