ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Griselda წევრმა, ჯერემი ფენიქმა, ფსევდონიმით Benny The Butcher, ახალი კომპოზიცია Deal Or No Deal გაავრცელა. ბუჩერის ჩანაწერის პროდიუსერი ლეიბლის კიდევ ერთი წევრი, დერინჯერი გახლავთ.
► ნახეთ: Benny The Butcher გადაცემაში Tiny Desk Concert
► მოუსმინეთ: Benny The Butcher - M.A.M.N.
► ნახეთ: Benny The Butcher - Quarantine
ბენიმ მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. თუმცა, ანდერგრაუნდ რეპერი ფართო საზოგადოებამ 2014 წლიდან, ჰიპ ჰოპ გაერთიანება Griselda-ში გაწევრიანების შემდეგ გაიცნო. კრიტიკოსები ბუჩერის შემოქმედებიდან 2019 წლის სტუდიურ ჩანაწერს The Plugs I Met გამოარჩევენ, რომელშიც მონაწილეობა ისეთმა გავლენიანმა მუსიკოსებმა მიიღეს, როგორებიც არიან: Black Thought, Pusha T, The Alchemist და სხვა. ამავე წელს ბენი მსმენელმა "გრიზელდას" სადებიუტო ალბომში WWCD იხილა.
კომენტარები