Thumbnail

ნახეთ: Linkin Park-ის 250-ზე მეტი თაყვანისმცემელი In The End-ს ასრულებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული ჯგუფის, Linkin Park-ის კომპოზიცია In The End მსოფლიოს 35 ქვეყნიდან ბენდის 266-მა თაყვანისმცემელმა დისტანციურად შეასრულა. საკუთარი პარტიები მათ კარანტინში პერიოდში, 5-დან 25 მაისის ჩათვლით ჩაწერეს. ვიდეო პროექტ RocknMob-ის ფარგლებში მომზადდა, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცნობილ როკ სიმღერებს ასრულებენ.

Linkin Park-ის ჰიტის In the End კლიპის ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

In The End "ლინკინ პარკის" სადებიუტო ალბომში Hybrid Theory არის წარმოდგენილი, რომელიც 2000 წელს გამოიცა. კომპოზიციამ გამოსვლისთანავე კრიტიკოსებისა და მსმენელების მოწონება დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული