Thumbnail

პორტლენდელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ადამ დენიელი, სასცენო სახელით Amine, ახალ კომპოზიციას Compensating აქვეყნებს, რომელშიც მისი პოპულარული კოლეგა Young Thug მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი T-Minus გახლავთ. ჩანაწერი ახალგაზრდა მუსიკოსის მომავალ ალბომში Limbo იქნება წარმოდგენილი. თავად სტუდიური ნამუშევარი კი გაყიდვაში 7 აგვისტოს ჩაეშვება.

ნახეთ: Aminé - Riri

ნახეთ: Amine - Shimmy

ადამმა მუსიკალური მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. დღეისთვის მის შემოქმედებაში 3 მიქსტეიპი, ერთი EP და სტუდიური ალბომი ერთიანდება. პორტლენდელი არტისტის სადებიუტო ჩანაწერი Good For You 2017 წელს გამოქვეყნდა და ოქროს სტატუსიც დაიმსახურა. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Caroline ოთხმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული