Thumbnail

ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Dreamville წევრი, ლუთერ ნიკოლსონი, ფსევდონიმით Lute, ახალ კომპოზიციას Life და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს. ჩანაწერის პროდიუსერი Dho გახლავთ. ტრეკი, სავარაუდოდ, ჩრდილოკაროლინელი რეპერის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი.

ნახეთ: Lute - GED (Gettin Every Dolla)

ლუთმა მუსიკალური კარიერა 2012 წელს დაიწყო. მისი სოლო დისკოგრაფია დღეისთვის 2017 წლის ალბომს, ერთ მიქსტეიპსა და EP-ის აერთიანებს. ლუთერი ფართო საზოგადოებამ 2015 წელს გაიცნო, როდესაც ჯერმეინ ქოულის მიერ ჩამოყალიბებულ გაერთიანებას Dreamville შეუერთდა. მუსიკოსმა მონაწილეობა კოლექტივის კომპილაციური ჩანაწერების სერიის Revenge Of The Dreamers მეორე და მესამე ნაწილებში მიიღო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული