Thumbnail

BTS-მა ადელის რეკორდი მოხსნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის ბოლო ალბომში Map of the Soul: 7 შესული კომპოზიცია Black Swan პლატფორმა iTunes-ზე 104 ქვეყანაში მოექცა პირველ ადგილზე. შედეგად კოლექტივმა ბრიტანელი პოპვარსკვლავის, ადელის რეკორდი მოხსნა. მომღერალს 2015 წელს გამოშვებული ჰიტით Hello ლიდერი პოზიცია 102 ქვეყანაში ჰქონდა დაკავებული.

BLACKPINK-მა იუთუბზე BTS-ის რეკორდი მოხსნა

ნახეთ: BTS კომპოზიციის Stay Gold კლიპს ავრცელებს

როგორც ბიზნესჟურნალი Forbes წერს, აღნიშნული რეკორდის დასამყარებლად კოლექტივის თაყვანისმცემლები ტვიტერზე გაერთიანდნენ. მათ iTunes-ზე კომპოზიცია მასობრივად შეიძინეს, რის შედეგადაც Black Swan-მა ზიმბაბვეში, ნეპალსა და კაბო ვერდეშიც დაიკავა პირველი პოზიცია.

"არმი, თქვენ დაისვენეთ, საქმეს ჩვენ მივხედავთ".

"ადელის ხუთი წლის რეკორდი ექვსი თვის წინ გამოშვებული სიმღერით მოხსნეს. "ბითიესი" მსოფლიოში დომინირებს", - წერენ ბიჭების თაყვანისმცემლები.

აღსანიშნავია, რომ იანვარში გავრცელებულმა კომპოზიციამ iTunes-ის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოხვედრა ჯერ კიდევ სადებიუტო კვირაში 93 ქვეყანაში შეძლო.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

ხოლო ადელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. 2013 წელს ფილმისთვის Skyfall დაწერილი კომპოზიციისთვის მას ოსკარისა და ოქროს გლობუსი ჯილდოები გადაეცა. 15 გრემის მფლობელ მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 120 მილიონზე მეტი ჩანაწრი აქვს გაყიდული. არტისტს სულ სამი ალბომი აქვს გამოცემული, აქიდან ორმა, "21" და "25" ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. 2012-16 წლებში ჟურნალმა Time ის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დაასახელა. პოპვარსკვლავს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Rolling in the Deep, Someone Like You და Hello მოუტანა, სამივე კომპოზიციაზე გადაღებულმა კლიპებმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვები დააგროვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული