Thumbnail

შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის იუთუბის არხზე გიორგი კვეზერელის, ფსევდონიმით TurboHikari და პოპულარული ჰიპ ჰოპ კოლექტივის KayaKata ახალი ტრეკი Dynamite FM გავრცელდა. ნამუშევრის პროდიუსერი SABANADZE გახლავთ.

TurboHikari-ს 5 საყვარელი კომპოზიცია

მოუსმინეთ: KayaKata - კარგი ბავშვი ცუდი ბავშვი Ft. TurboHikari

მოუსმინეთ: Bobby Kensei x Turbo_ia x Dilla - Shy Girl

TurboHikari-მ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს გავრცელებული სადებიუტო ტრეკით "კარამელის სადგური" დაიწყო. წარსულში შემსრულებელი ფსევდონიმებით Gipsy Samurai და Hikari მოღვაწეობდა. 2016 წლიდან გიორგი ლეიბლის LTFR წევრია. მისი ცნობილი ნამუშევრებია Amine Amine, Mitsubishi Gang, "გაგონილი მაქვს" და სხვა. 

KayaKata ქართული ელექტროპოპ კოლექტივის, Kung Fu Junkie-ის წევრების, ზურა ჯიშკარიანისა და მაქსიმე მაჩაიძის მიერ შექმნილი პროექტია, რომელსაც 2016 წლამდე "ზურმუხტისფერი ბედის ორდენი" ერქვა. პირველი მუსიკალური ვიდეო Jungle With Fiction მუსიკოსებმა 2017 წლის ზაფხულში გაავრცელეს. 2019 წელს არტისტებმა პროდიუსერ ნიკა საბანაძესთან ერთად სადებიუტო ალბომი "სადაა" გამოუშვეს, რომელმაც მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული