Thumbnail

ნახეთ: Sudan Archives-მა კომპოზიცია Black Vivaldi Sonata შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი მუსიკოსი, ბრიტნი დენის პარკსი, სასცენო სახელით Sudan Archives, მედიაპლატფორმას Colors ესტუმრა. არტისტმა გადაცემაში A Colors Show კომპოზიცია Black Vivaldi Sonata შეასრულა. სინგლი სუდან ერქაივსის სადებიუტო ალბომში Athena შედის, რომელიც 2019 წლის პირველ ნოემბერს გავრცელდა.

ამერიკელმა მევიოლინემ და მომღერალმა Sudan Archives შემოქმედებითი კარიერა 2017 წელს დაიწყო. ორი EP-ის გამოცემის შემდეგ, 2019 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Athena გაავრცელა. არტისტი საკუთარ ჩანაწერებში ელექტრონულ მუსიკასა და არენბის აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული