Thumbnail

დეივ გროლი: ერთი პერიოდი მეშინოდა, რომ Nirvana-დან გამაგდებდნენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, დეივ გროლმა ჟურნალისტ მეთ ვილკინსონთან ინტერვიუში ჯგუფ "ნირვანაში" მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენა. გროლის თქმით, თავდაპირველად ბენდში მისვლისას შიშობდა, რომ საკმარისად კარგი არ იყო და მალე მის შემცვლელს მოძებნიდნენ.

დეივ გროლი: Foo Fighters რომ შევქმენი, Nirvana-ს ფანებს შევძულდი

დეივ გროლი: "ნირვანას" დღემდე ვერ ვუსმენ

"როდესაც "ნირვანას" შევუერთდი, მათი მეხუთე დრამერი ვიყავი, ხომ მართალი ვარ? ჩემამდე დრამერების მთელი გუნდი ჰყავდათ. კრის ნოვოსელიჩსა და კურტ კობეინს საერთოდ არ ვიცნობდი. როდესაც მათ პირველად შევხვდი და ერთად დავუკარით, ძალიან კარგად გამოგვივიდა. ზუსტად ისეთი ჟღერადობა შევქმენით, რომელიც "ნირვანაში" მოსწონთ. კოლექტივში ჩემი მისვლიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ ალბომი Nevermind გამოვუშვით და ყველაფერი უცებ შეიცვალა. ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ. "ნირვანამდე" რომელ ჯგუფებშიც დამიკრავს, მეგობრების გარემოცვაში ვიყავი და დაცულობის შეგრძნება მქონდა. აქ კი პირიქით იყო, არავის ვიცნობდი. ერთად დაკვრა კარგად გამოგვდიოდა, თუმცა, ახლო ურთიერთობა არავისთან მქონდა. ვნერვიულობდი, რომ ბენდიდან გამაგდებდნენ. ეს ძალიან არ მინდოდა, ამიტომ ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებდი. სულ იმის განცდა მქონდა, რომ საკმარისად კარგი არ ვიყავი და შემცვლელს მოძებნიდნენ", - იხსენებს გროლი.

დეივ გროლი "ნირვანას" დრამერი იყო. ის ბენდს 1990 წელს შეუერთდა. 1994 წელს კი ჯგუფის ფრონტმენის, კურტ კობეინის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, მან ახალი კოლექტივი Foo Fighters ჩამოაყალიბა, რომლის ვოკალისტიც თავად გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული