Thumbnail

ნახეთ: როგორ ემზადებოდა Tekashi 6ix9ine საკუთარი კლიპების გადასაღებად

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულ ნიუ იორკელ ჰიპ ჰოპ არტისტ ტეკაში სიქსნაინს შინაპატიმრობაში ყოფნის გამო ბოლო პერიოდში გავრცელებული კლიპების GOOBA, TROLLZ და YAYA გადაღება ნაქირავებ ბინაში მოუწია. რეპერმა ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გადააკეთა მისმა გუნდმა სახლის ოთახები გადასაღებ მოედნად. როგორც კადრებიდან ირკვევა, დეკორაციების აწყობაში თავად ტეკაშიც აქტიურად იყო ჩართული.

ნახეთ: ტეკაში სიქსნაინმა ახალ კომპოზიციაზე YAYA კლიპი გადაიღო

Tekashi 6ix9ine-მა ტრეკით TROLLZ ანტირეკორდი დაამყარა

"შინაპატიმრობა დასასრულს უახლოვდება. მინდა, თაყვანისმცემლებს მადლობა გადავუხადო. ჩემს ოთახში უამრავი ნამუშევარი შევქმენი და გავანადგურე. YAYA შინაპატიმრობის საგის დასასრულია. შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმი გავაკეთე. მაინც მოვახერხეთ და ჩარტების სათავეში მოვხვდით, მივიღეთ პლატინის სტატუსი. ჩემი ყველა თაყვანისმცემელი ძალიან მიყვარს, საუკეთესოები ხართ", - წერს მუსიკოსი.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. 8 მაისს, საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

ციხეში ყოფნისას რეპერმა ლეიბლ 10K Projects-თან ათმილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც მან ორი, ინგლისური და ესპანურენოვანი ალბომი უნდა გამოსცეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული