Thumbnail

ჯგუფი Kasabian ფრონტმენმა, ტომ მეიგანმა დატოვა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ბრიტანული ინდი როკ ჯგუფის Kasabian ფრონტმენმა, ტომ მეიგანმა კოლექტივის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ბენდი ტვიტერის საშუალებით ადასტურებს:

"ტომ მეიგანმა ჯგუფი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. ბოლო პერიოდში პირადი პრობლემები ჰქონდა, რაც მის ქცევაზე აისახებოდა. ტომს სურს, რომ მთელი თავისი ყურადღება და ენერგია ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას დაუთმოს. ამ საკითხზე მეტ კომენტარს არ გავავრცელებთ".

მეიგანმა საკუთარი დეპრესიის შესახებ 2017 წელს გამოცემა Q Magazine-თან ისაუბრა, როდესაც დიდი ხნის შეყვარებულს, კიმ ჯეიმსს დაშორდა, აგრეთვე, გარდაეცვალა ახლო მეგობარი.

"ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. საკუთარი თავი დავკარგე", - ამბობდა ის.

ტომ მეიგანმა, სერჯიო პიცორნოსთან, კრის კარლოვთან და კრის ედვარდსმა ინდი როკ ჯგუფი Kasabian ქალაქ ლესტერში, 1997 წელს შექმნა. 2004 წელს მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. მეიგანს ბენდის ექვსივე სტუდიური ნამუშევრის ჩაწერაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული