Thumbnail

მოუსმინეთ: წერილი - მტვრიან მიწაზე

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართული ალტერნატიული მუსიკის ვეტერანი ჯგუფი, "წერილი" ახალ კომპოზიციას "მტვრიან მიწაზე" ავრცელებს. სიმღერა ბენდის მომავალ, რიგით მეშვიდე სტუდიურ ალბომში შევა, რომელიც მიმდინარე წელს გამოიცემა.

მოუსმინეთ: წერილი - ხვალ რა გველის

მოუსმინეთ: წერილი - ყოველ დილით

ჩანაწერში გია თოიძე (ვოკალი, გიტარა), ლევან სვანიძე (ბასი), არჩილ ქელბაქიანი (გიტარა) და ლევან ჯავახიშვილი (კლავიში, პროდაქშენი) მონაწილეობენ.

პოსტ პანკის, გოთიკისა და ალტერნატიული როკის ჟანრებში მოღვაწე ჯგუფი "წერილი" 1995 წელს თბილისში გია თოიძემ ჩამოაყალიბა. 2001 წლამდე კოლექტივს "ამორალი" ერქვა. კოლექტივს დღემდე 6 ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო მათგანი "მასაში გხედავ" ბენდმა 2018 წელს გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული