Thumbnail

ნახეთ: ელტონ ჯონი დიდი ბრიტანეთის ვალუტაზე გამოსახეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსი, ელტონ ჯონი დიდი ბრიტანეთის ვალუტაზე გამოსახეს. არტისტის პატივსაცემად მთავრობამ 5 გირვანქა სტერლინგის ნომინალის საკოლექციო მონეტები გამოუშვა, რომლის დიზაინის ავტორიც ბრედლი მორგან ჯონსონი გახლავთ.

ელტონ ჯონს ყოფილი ცოლი სასამართლოში უჩივის

ელტონ ჯონმა 2020 წლის ფავორიტი ალბომი დაასახელა

ელტონ ჯონი: The Weeknd ძალიან მიყვარს

მონეტაზე მუსიკოსის საფირმო ქუდი, სათვალე, დიდი ბრიტანეთის დროშა და ნოტია ამოტვიფრული. ოქროს, ვერცხლისა და რკინის მონეტები 13-დან 585 გირვანქა სტერლინგამდე ეღირება. შემოსული თანხა ელტონის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი მუსიკოსმა თავადაც გააკეთა:

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ასეთი ფორმით დამაფასეს. ბოლო წლები ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელ მომენტებს მოიცავდა და ეს მონეტა ჩემი დიდი მოგზაურობის მნიშვნელოვანი შენაძენია".

ელტონ ჯონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას 4 გრემისა და ერთი ოსკარის ჯილდო აქვს მოპოვებული. 350 მილიონი გაყიდული ალბომით მუსიკოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება. შემსრულებელმა 2018 წლის სექტემბერში უკანასკნელი ტურნე დაიწყო, რომელიც 2021 წელს დასრულდება. პოპვარსკვლავი თაყვანისცემლებს სწორედ ამ პროექტით დაემშვიდობება. ელტონი შარშან საქართველოსაც ესტუმრა და Black Sea Arena-ზე ორი კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული