Thumbnail

ნახეთ: "დრიმვილმა" ალბომზე ROTDIII მუშაობის კადრები გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული შემოქმედებითი გაერთიანება Dreamville მსმენელს ბოლო ალბომის ROTDIII ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით ვიდეოს სთავაზობს, რომელშიც სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობის კადრებია შესული. მაყურებელი მეოთხე წუთიდან "დრიმვილის" დამფუძნებლის, გავლენიანი რეპერის, ჯერმეინ ქოულის ფრისტაილსაც იხილავს.

მოუსმინეთ: Dreamville ალბომის ROTDIII დელუქს ვერსიას ავრცელებს

ნახეთ: Dreamville დოკუმენტურ ფილმს Revenge ავრცელებს

"დრიმვილი" ჯერმეინ ქოულმა 2007 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივი დღეს რამდენიმე რეპერსა და არენბი შემსრულებელს აერთიანებს. თავად ქოულის გარდა, ჯგუფის წევრები J.I.D, Bas, Cozz, Lute, EarthGang, Omen და Ari Lennox არიან. მათი სადებიუტო კომპილაციური ალბომი Revenge Of The Dreamers 2014 წელს, ლეიბლ Interscope-თან კონტრაქტის გაფორმების აღსანიშნავად ჩაიწერა. ერთი წლის შემდეგ კი ახალგაზრდა მუსიკოსებისგან დაკომპლექტებულმა გაერთიანებამ ნამუშევრის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. 2019 წელს კოლექტივმა სტუდიური ჩანაწერი Revenge Of The Dreamers III გაავრცელა, რომელიც დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული