Thumbnail

ნახეთ: Evanescence კომპოზიციის The Game Is Over კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფი Evanescence კომპოზიციაზე The Game Is Over გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მეხუთე ალბომში The Bitter Truth შევა, რომელიც წლის ბოლომდე გამოიცემა. კლიპი აიფონის გამოყენებითაა არის გადაღებული.

ნახეთ: Evanescence-მა Bananarama-ს კომპოზიცია Cruel Summer დააქავერა

ნახეთ: Evanescence - Wasted On You

Evanescence მომღერალმა და პიანისტმა, ემი ლიმ, გიტარისტ ბენ მუდისთან ერთად 1995 წელს შექმნა. რვა წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Fallen გაავრცელა, რომელმაც მუსიკოსებს გრემის ორი ჯილდო მოუტანა. დღემდე ამ ნამუშევრის 17 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ამის შემდეგ მუდიმ კოლექტივი დატოვა. ბენდს, რომელმაც წლების მანძილზე შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, ამ დრომდე 4 ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული