Thumbnail

ჰიუსტონური ჰიპ ჰოპის სახელოვანმა წარმომადგენელმა, ფრეზიერ ტომპსონ მესამემ, ფსევდონიმით Trae Tha Truth, საპროტესტო კომპოზიცია Time For Change გამოაქვეყნა. ვეტერანი სამხრეთელის ახალ ჩანაწერში მისი არაერთი ცნობილი თუ ახალგაზრდა კოლეგა, მათ შორის T.I., Krayzie Bone, E-40, Bun B, Styles P, David Banner, Conway The Machine მონაწილეობენ. რეპერები ტრეკში აშშ-ში თეთრკანიანი სამართალდამცველის, დერეკ შოვინის მიერ შავკანიანი მოქალაქის, 46 წლის ასევე ჰიუსტონელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ეხმაურებიან.

ნახეთ: Trae Tha Truth კლიპს How It Go ავრცელებს

ნახეთ: Trae Tha Truth კლიპს Letter 2 Truth ავრცელებს

ნახეთ: Trae Tha Truth - Nipsey

თრაე სამხრეთული ჰიპ ჰოპის ლეგენდაა. რეპერმა მუსიკალური კარიერა 1998 წელს დაიწყო. მისი მდიდარი შემოქმედება ორმოცზე მეტ სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა ტრეკების სერიამ I'm On მოუტანა. 2012 წლიდან მუსიკოსი მისი კოლეგის, თიაის მიერ დაარსებული ლეიბლის Grand Hustle წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული