Thumbnail

ნახეთ: Yo Gotti კლიპს Recession Proof ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა მემფისელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მარიო მიმსმა, სასცენო სახელით Yo Gotti, ახალგავრცელებულ კომპოზიციაზე Recession Proof გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. სამხრეთელი რეპერის კლიპში მისი ახალგაზრდა კოლეგა Moneybagg Yo მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Tay Keith გახლავთ.

ნახეთ: Yo Gotti-მ თავის დაბადების დღეზე $1,3 მილიონის საჩუქრები იყიდა

მოუსმინეთ: Yo Gotti ალბომს Untrapped აქვეყნებს

ნახეთ: Yo Gotti ვიდეორგოლს Pose ავრცელებს

მარიომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. მის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად 2016 წელს გავრცელებული ალბომი The Art Of Hustle ითვლება, რომელმაც მუსიკალურ ჩარტებში მეოთხე ადგილი დაიკავა. ჩანაწერის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია Down In The DM გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული