Thumbnail

მოუსმინეთ: Jorj ახალ სტუდიურ ნამუშევარს Old And Bored ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

მუსიკოსი გიორგი გელაშვილი, სასცენო სახელით Jorj, ახალ EP-ს სახელწოდებით Old And Bored ავრცელებს. სტუდიური ნამუშევარი 4 კომპოზიციას აერთიანებს.

გიორგი გელაშვილმა შემოქმედებითი კარიერა ინდი როკ ჯგუფში Landmark დაიწყო. 2013 წელს გიტარისტმა კოლექტივთან ერთად ალბომი Void ჩაწერა. ბენდის დაშლის შემდეგ გელაშვილმა ჯგუფის კიდევ ერთ წევრ დავით აბაიშვილთან ერთად ელექტრონული დუეტი Seva ჩამოაყალიბა. პარალელურად არტისტმა პროექტით Jorj რამდენიმე EP გაავრცელა. ცოტა ხნის წინ მან ბრიტანულ ინდი ლეიბლთან Dimentique გააფორმა კონტრაქტი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული