Thumbnail

ნახეთ: ლილ უეინი კლიპს Glory ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანმა ლუიზიანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დუეინ კარტერმა, სასცენო სახელით Lil Wayne, 2015 წლის კომპოზიციაზე Glory გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკი სამხრეთელი რეპერის ამავე წლის ალბომის Free Weezy Album ერთ-ერთი სინგლია. ჩანაწერის პროდიუსერები ONHEL, Infamous და Avenue Beatz არიან.

ნახეთ: Lil Wayne ანიმაციურ კლიპს I Don’t Sleep აქვეყნებს

მოუსმინეთ: Lil Wayne ბოლო ალბომის Funeral დელუქს ვერსიას ავრცელებს

მოუსმინეთ: Jack Harlow - Whats Poppin (Remix) Ft. DaBaby, Tory Lanez, Lil Wayne

ლილ უეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Tha Block Is Hot 1999 წლის მიწურულს გამოვიდა. არტისტის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად Tha Carter III ითვლება, რომლის მთავარი კომპოზიცია Lollipop 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. მუსიკოსის 2018 წლის ნამუშევარი Tha Carter V ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის Cash Money Records-თან და მის დამფუძნებელ Birdman-თან კონფლიქტის გამო, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ 2018 წელს, უეინის ლეიბლზე Young Money Records იხილა. ორი წლის შემდეგ ლუიზიანელმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო ალბომი Funeral ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული