Thumbnail

მოუსმინეთ: KayaKata - Dusty

პოპულარული ქართული ალტერნატიული ჰიპ ჰოპ გაერთიანება KayaKata ახალ კომპოზიციას Dusty ავრცელებს. ტრეკის პროდიუსერი კოლექტივის წევრი SABANADZE გახლავთ.

► ნახეთ: ისრაელის ელჩი საქართველოში KayaKata-ს ჰიტს Polo Palace მღერის

► ნახეთ: ჰიპ ჰოპ ჯგუფმა KayaKata კომპოზიცია Polo Palace შეასრულა

KayaKata ქართული ელექტროპოპ კოლექტივის, Kung Fu Junkie-ის წევრების, ზურა ჯიშკარიანისა და მაქსიმე მაჩაიძის მიერ შექმნილი პროექტია, რომელსაც 2016 წლამდე "ზურმუხტისფერი ბედის ორდენი" ერქვა. პირველი მუსიკალური ვიდეო Jungle With Fiction მუსიკოსებმა 2017 წლის ზაფხულში გაავრცელეს. 2019 წელს არტისტებმა პროდიუსერ ნიკა საბანაძესთან ერთად სადებიუტო ალბომი "სადაა" გამოუშვეს, რომელმაც მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული