Thumbnail

ნახეთ: ტეკაში სიქსნაინმა ახალ კომპოზიციაზე YAYA კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტეკაში სიქსნაინმა ახალი კომპოზიცია YAYA და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი მის მომავალ, ესპანურენოვან ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის დასახელება და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

Tekashi 6ix9ine-მა ტრეკით TROLLZ ანტირეკორდი დაამყარა

აღსანიშნავია, რომ ციხეში ყოფნისას რეპერმა ლეიბლ 10K Projects-თან ათმილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც მან ორი, ინგლისური და ესპანურენოვანი ალბომი უნდა გამოსცეს.

ტეკაშის ესპანურენოვანი კომპოზიციები წარსულშიც გამოუშვია. მუსიკოსმა პუერტორიკოელ რეპერ Anuel AA-სთან ერთად ორი ტრეკი, BEBE და MALA გაავრცელა.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. 8 მაისს, საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული