Thumbnail

The Beatles-ის მენეჯერზე, ბრაიან ეპსტაინზე ფილმს იღებენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის ყოფილ მენეჯერზე, ბრაიან ეპსტაინზე ფილმს სახელწოდებით Midas Man: The Brian Epstein Story იღებენ. სურათის რეჟისორი გრემის მფლობელი იონას ოკერლუნდი გახლავთ. გადაღებები ლონდონში, ლივერპულსა და აშშ-ში შედგება. ფილმი კინოეკრანებზე 2021 წელს გამოვა.

The Beatles-ისა და მენეჯერის, ბრაიან ეპსტაინის პირველი კონტრაქტი აუქციონზე გაიყიდება

ბრაიან ეპსტაინი ჯგუფის მენეჯერი 1962 წლიდან გარდაცვალებამდე, 1967 წლამდე იყო. მას ბენდის წარმატებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო ხშირად "ბითლზის" მეხუთე წევრს უწოდებდნენ. ბრაიანს აგრეთვე ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ჯიმი ჰენდრიქსი, Pink Floyd, The Who და სხვები.

ბრაიან ეპსტაინი

ეპსტაინი პასუხისმგებელი იყო ბენდის მუშაობაზე, საკონცერტო განრიგის გაწერასა და ცნობადობის გაზრდაზე, ასევე, სასცენო კოსტიუმებზე, გრიმზე, კომპოზიციების შერჩევასა და სხვა დეტალებზე. ბრაიანი 32 წლის ასაკში საძილე პრეპარატებით ზედოზირებამ იმსხვერპლა. არქივში შემორჩენილია ვიდეომასალა, როგორ მიდიან "ბითლზის" წევრები ყოფილი მენეჯერის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე.

კომენტარები

ბოლოს დამატებული