Thumbnail

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დიემონტ ჰარპერმა, ფსევდონიმით Saweetie, ორ ივლისს, თავის დაბადების დღეზე ახალი კომპოზიცია Pretty Bitch Freestyle და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი სოუითის ამავე სახელწოდების მქონე ალბომში Pretty Bitch Music იქნება წარმოდგენილი.

ნახეთ: Saweetie - Tap In

ნახეთ: Saweetie - My Type

სოუითიმ მუსიკალური კარიერა 2017 წელს დაიწყო. 2018 წლის დასაწყისში ის ერთ-ერთი მსხვილი ლეიბლის Warner Bros. Records წევრი გახდა. იმავე წლის მარტში დიემონტმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი High Maintenance გაავრცელა. ნამუშევრის მთავარი სინგლი ოქროს სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Icy Grl გახლავთ. 2019 წელს კალიფორნიელმა მსმენელს მეორე EP სახელწოდებით Icy შესთავაზა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული