Thumbnail

ნახეთ: უილი ნელსონმა 70-ე ალბომი First Rose of Spring გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

87 წლის ქანთრი მუსიკოსი, უილი ნელსონი ახალ, რიგით 70-ე ალბომს First Rose of Spring ავრცელებს. სტუდიური ჩანაწერი 11 კომპოზიციას აერთიანებს. ნამუშევრის გამოცემა 24 აპრილს იგეგმებოდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო ნელსონს თარიღის შეცვლა მოუწია.

უილი ნელსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1956 წელს დაიწყო. 1962 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი ...And Then I Wrote გაავრცელა. ლეგენდარულ ფოლკ მუსიკოსს ამ დრომდე 70 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ნელსონს კარიერის განმავლობაში გრემის 13 ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის ბოლო არტისტმა 2020 წელს საუკეთესო ქანთრი სოლო პერფორმანსის კატეგორიაში მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული