Thumbnail

ნახეთ: ჯორჯა სმიტმა კომპოზიციაზე Rose Rouge კლიპი გადაიღო

ინგლისელი მომღერალი, ჯორჯა სმიტი ფრანგი მუსიკოსის St Germain კომპოზიციის Rose Rouge ქავერ ვერსიაზე გადაღებულ კლიპს აქვეყნებს. სინგლი სმიტის კომპილაციურ ალბომში Bluenote Re:imgained შევა, რომელიც 25 სექტემბერს გამოიცემა.

მოუსმინეთ: Jorja Smith - Kiss Me In The Mornin

Rose Rouge ფრანგმა ეისიდ ჯაზ შემსრულებელმა, ლუდოვიკ ნავარმა 2000 წელს ჩაწერა. სინგლი მუსიკოსის ამავე წელს გამოცემულ, რიგით მესამე ალბომში Tourist შედის.

ჯორჯამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2016-ში არენბი შემსრულებელმა EP სახელწოდებით Project 11 გაავრცელა. ორი წლის შემდეგ კი არტისტმა გაყიდვაში პირველი სტუდიური ალბომი Lost & Found ჩაუშვა. მუსიკოსის პოპულარული კომპოზიციებია; Beautiful Little Fools, Teenage Fantasy, On My Mind, Let Me Down და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული