Thumbnail

ნახეთ: The Weeknd-მა კომპოზიციის In Your Eyes რემიქსის კლიპი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა კანადელმა მუსიკოსმა The Weeknd კომპოზიციის In Your Eyes რემიქსზე შექმნილი ანიმაციური კლიპი გაავრცელა. ნამუშევარში კალიფორნიელი რეპერი Doja Cat მონაწილეობს. ტრეკის ორიგინალი ვერსია უიქენდის მიერ მარტში გამოშვებული ალბომის After Hours ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: Chromatics-მა The Weeknd-ის კომპოზიციის Blinding Lights რემიქსი გაავრცელა

კანადელმა მუსიკოსმა აბელ მაკონენ ტესფაიემ, სასცენო სახელით The Weeknd, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი 2011 წელს გავრცელებული მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოუშვა.

2013 წელს უიქენდმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Kiss Land გაავრცელა. ორი წლის შემდეგ გამოცემული Beauty Behind the Madness კი მისი პირველი ჩანაწერი გახდა, რომელმაც "ბილბორდის" ჩარტში ლიდერის პოზიცია დაიკავა. 2016 წელს კანადელი შემსრულებლის მორიგი წარმატებული ნამუშევარი Starboy გამოდის. მიმდინარე წლის მარტში კი გაყიდვაში მისი მეოთხე სტუდიური ალბომი After Hours ჩაეშვა. სამი გრემის მფლობელი მუსიკოსის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია. არტისტის თქმით, მასზე გავლენა მაიკლ ჯექსონმა, პრინსმა და არ ქელიმ მოახდინეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული