Thumbnail

პოპულარულმა კანადელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა Tory Lanez და კრიმინალური წარსულის მქონე ლუიზიანელმა რეპერმა Kevin Gates მსმენელს ერთობლივი კომპოზიცია Convertible Burt შესთავაზეს. ტრეკი მიქსტეიპში Road To Fast 9 Mixtape იქნება წარმოდგენილი.

Tory Lanez: ნარკოტიკებიდან მხოლოდ მარიხუანას მოვიხმარ

ნახეთ: Kevin Gates - Grandmotha Grave

თორიმ მუსიკალური კარიერა 2009 წელს მიქსტეიპით T.L 2 T.O დაიწყო, 2016 წელს მან სადებიუტო ალბომი I Told You გამოუშვა. ჩანაწერის მთავარმა კომპოზიციამ Say It იუთუბზე 240 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 2018 წელს კი დეისთარმა გაყიდვაში რიგით მეორე და მესამე სტუდიური ნამუშევრები Memories Don't Die და Love Me Now? ჩაუშვა. 2019 წელს კანადელმა არტისტმა მორიგი ჩანაწერი Chixtape V გაავრცელა. დღეისთვის მუსიკოსის დისკოგრაფიაში 4 ალბომი, 18 მიქსტეიპი და 3 EP ერთიანდება.

კევინმა კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო, თუმცა, ერთი წლის შემდეგ რეპერი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, რის გამოც 31-თვიანი შემოქმედებითი პაუზის აღება მოუწია. გეითსის სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Islah გაყიდვაში 2016 წელს ჩაეშვა, რომელმაც ორმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა. არტისტის დისკოგრაფია ორ ალბომს, თხუთმეტ ოფიციალურ მიქსტეიპსა და კომპილაციურ ნამუშევარს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული