Thumbnail

ნახეთ: Radiohead-მა 1997 წელს საფრანგეთში გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Radiohead 1997 წლის 4 ივლისს საფრანგეთში, ფესტივალ Les Eurockéennes de Belfort-ის ფარგლებში, გამართული კონცერტის სრული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. ღონისძიებაზე ბენდმა საათზე მეტი ხნის განმავლობაში 15 კომპოზიცია შეასრულა.

ედ ო'ბრაიენი: Radiohead ახალ ალბომს აუცილებლად გამოუშვებს

ნახეთ: Radiohead-მა სესიის In Rainbows From The Basement ჩანაწერი გაავრცელა

ნახეთ: Radiohead-მა 1994 წელს ლონდონში გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

"რედიოჰედი" ქალაქ აბინგდონში 1985 წელს შეიქმნა. მუსიკოსებმა 1992 წელს სადებიუტო სინგლი Creep გამოუშვეს, რომელიც მომდევნო წელს, მათი პირველი ალბომის Pablo Honey გამოსვლისთანავე, მსოფლიო ჰიტად იქცა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 30 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. 3 გრემის მფლობელმა ბენდმა ბოლო ნამუშევარი A Moon Shaped Pool 2016 წელს გაავრცელა. 2019 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული