Thumbnail

Royce Da 5'9": ეს რეპერები სტაბილურად ხარისხიან მუსიკას ქმნიან

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა დეტროიტელმა ემსიმ, რაიან მონტგომერიმ, ფსევდონიმით Royce Da 5'9", ის რეპერები დაასახელა, რომლებიც, მისი აზრით, სტაბილურად ხარისხიან მუსიკას ქმნიან. ჰიპ ჰოპ არტისტმა მათი ფოტოებისგან შემდგარი კოლაჟი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. საკუთარი თავის გარდა, როისის ფავორიტებს შორის მუსიკოსებს: Pusha T, Currensy, Run The Jewels, Griselda, Nipsey Hussle, Freddie Gibbs, Big K.R.I.T., და Tyler, The Creator შეხვდებით.

მოუსმინეთ: Royce Da 5'9" ალბომს The Allegory ავრცელებს

ნახეთ: Royce Da 5'9" ფრისტაილს ასრულებს

ნახეთ: Royce Da 5'9" ტრეკებს Overcomer და Thou Shall ასრულებს

"ეს რეპერები ამტკიცებენ იმას, რომ სტაბილურობა პოპულარობაზე მნიშვნელოვანია", - დაწერა როისმა.

მონტგომერიმ მუსიკალური კარიერა 1995 წელს დაიწყო. 4 წელიწადში ის ლეგენდარულ რეპერთან, ემინემთან ერთად აწ გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, დიშონ დუპრი ჰოლტონის, იგივე Proof-ის მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფის Bad Meets Evil წევრი გახდა. გაერთიანების პირველი და ერთადერთი ალბომი Hell: The Sequel წარმატებული გამოდგა. ნამუშევარი ბილბორდის მუსიკალური ჩარტების პირველ პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მოიპოვა.

რაიანმა 2014 წელს დიჯეი პრემიერთან ერთად ჯგუფი PRhyme ჩამოაყალიბა. 2018 წელს მუსიკოსებმა გაყიდვაში რიგით მეორე ალბომი PRhyme 2 ჩაუშვეს. ნამუშევარმა, მისი პირველი ნაწილის მსგავსად, კრიტიკოსებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. სოლო კარიერის ფარგლებში კი ემსის რვა სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული