Thumbnail

მოუსმინეთ: ჯოშ კლინჰოფერმა Flea-სთან ერთად კომპოზიცია Nowhere I Am ჩაწერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკული როკ ჯგუფის, Red Hot Chili Peppers-ის ყოფილმა გიტარისტმა, ჯოშ კლინჰოფერმა თავისი პროექტის Pluralone ფარგლებში ახალი კომპოზიცია Nowhere I Am გაავრცელა. ნამუშევარში ბენდის ბასისტი Flea და ყოფილი დრამერი, ჯეკ აირონსი მონაწილეობენ.

როგორ გაუშვა ჯგუფიდან Red Hot Chili Peppers-მა გიტარისტი, რათა ფრუშანტე დაებრუნებინა

ჯოშ კლინჰოფერმა კარიერა 1995 წელს დაიწყო. Red Hot Chili Peppers-ში ის 2009-19 წლებში მოღვაწეობდა და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ორ სტუდიურ ალბომზეც იმუშავა. 2012 წელს ჯოში კოლექტივთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. მუსიკოსი ექსპერიმენტული როკ ბენდის Dot Hacker ვოკალისტიც გახლავთ. მან თავისი სოლო პროექტის Pluralone ფარგლებში სადებიუტო ჩანაწერი To Be One with You 2019 წელს გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული