Thumbnail

ნახეთ: ტომ მორელომ ახალი საპროტესტო კომპოზიცია Stand Up გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ჯგუფის Rage Against the Machine თანადამფუძნებელმა და გიტარისტმა, ტომ მორელომ ახალი საპროტესტო კომპოზიცია Stand Up და მასზე შექმნილი ტექსტური ვიდეორგოლი გაავრცელა. ჩანაწერზე მან ბენდ Imagine Dragons-ის დენ რეინოლდსთან ერთად იმუშავა. ნამუშევარში მორელო პოლიციის მიერ ძალის გადამეტებასა და სისტემური რასიზმის შესახებ საუბრობს. 

ჩანაწერის გაყიდვებიდან შესული თანხა ორგანიზაციებს NAACP, Know Your Rights Camp, the Southern Poverty Law Center და the Marsha P. Johnson Institute გადაერიცხება.

ტომ მორელომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1979 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში ის ისეთ ცნობილ ჯგუფებში მოღვაწეობდა, როგორებიცაა: Rage Against the Machine და Audioslave. გამოცემა Rolling Stone-მა მორელო ყველა დროის საუკეთესო 40 გიტარისტს შორისაც დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული