Thumbnail

მოუსმინეთ: დევიდ გილმორმა შვილთან ერთად სიმღერა Yes, I Have Ghosts ჩაწერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Pink Floyd-ის ყოფილმა წევრმა, დევიდ გილმორმა ახალი კომპოზიცია Yes, I Have Ghosts გაავრცელა. 5-წლიანი პაუზის შემდეგ ეს გილმორის პირველი სოლო ნამუშევარია. ტრეკის მოსმენა დღემდე მხოლოდ აუდიოწიგნში A Theatre For Dreamers იყო შესაძლებელი, რომლის ავტორიც მუსიკოსის ცოლი, პოლი სამსონი გახლავთ. სიმღერას გილმორი თავის შვილთან, რომანისთან ერთად ასრულებს.

ნახეთ: დევიდ გილმორმა სიდ ბარეტის სოლო კომპოზიციები შეასრულა

დევიდ გილმორმა ლეონარდ კოენის Bird on the Wire და So Long, Marianne შეასრულა

დევიდ გილმორმა მუსიკალური მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. 1967 წელს ის ლეგენდარულ ბრიტანულ ჯგუფს Pink Floyd შეუერთდა. კარიერის განმავლობაში გილმორმა ბენდთან ერთად 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 1996 წელს ის კოლექტივთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. მუსიკოსს 4 სოლო სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული