Thumbnail

მოუსმინეთ: გარდაცვლილი Pop Smoke-ის სადებიუტო ალბომი გავრცელდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მიმდინარე წლის თებერვალში მოკლული 20 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის, ბაშარ ჯექსონის, ფსევდონიმით Pop Smoke, წარმომადგენლებმა ნიუ იორკელი რეპერის სადებიუტო ალბომი Shoot For The Stars Aim For The Moon გამოაქვეყნეს, რომელიც 19 კომპოზიციას აერთიანებს. ბრუკლინელი შემსრულებლის სტუდიური ჩანაწერის აღმასრულებელი პროდიუსერი ლეგენდარული 50 Cent გახლავთ. ნამუშევარში ფოფ სმოუქის არაერთი ახალგაზრდა, პოპულარული და გავლენიანი კოლეგა მონაწილეობს, მათ შორის: 50 Cent, DaBaby, Future, King Combs, Lil Baby, Lil Tjay, Quavo, Roddy Ricch, Rowdy Rebel, Swae Lee და Tyga.

50 Cent: ფოფ სმოუქი ყველასგან განსხვავდებოდა, მე ის ძალიან მიყვარდა

ფოფ სმოუქმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ის მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარშიც JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა. ფოფ სმოუქი 2020 წლის თებერვალში ჰოლივუდ ჰილზზე, საკუთარ სახლში მოკლეს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული