Thumbnail

მოუსმინეთ: Westside Gunn ახალ ალბომს FLYGOD Is An Awesome God II ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელმა რეპერმა, ელვინ ვორთიმ, ფსევდონიმით Westside Gunn, ახალი ალბომი FLYGOD Is An Awesome God II გამოაქვეყნა, რომელიც 14 კომპოზიციას მოიცავს. შემოქმედებითი გაერთიანება "გრიზელდას" ლიდერის ჩანაწერში მონაწილეობენ მისი კოლეგები: Benny The Butcher, Boldy James, AA Rashid, Armani Caesar, Keisha Plum და სხვა.

მოუსმინეთ: Westside Gunn ახალ ალბომს Pray For Paris ავრცელებს

ნახეთ: Westside Gunn-მა ტრეკებზე Euro Step და No Vacancy კლიპი გადაიღო

ვესთსაიდ განმა მუსიკალური მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო და ორ წელიწადში საკუთარ ძმასთან, ქანვეისთან ერთად გაერთიანება Griselda ჩამოაყალიბა. კოლექტივის წევრები პირველი ბუფალოელი რეპერები არიან, რომლებმაც კონტრაქტი მსხვილ ლეიბლებთან Shady Records და Roc Nation გააფორმეს. ანდერგრაუნდ ემსის შემოქმედება 20-ზე მეტ სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. ხანმოკლე მუსიკალური კარიერის განმავლობაში ელვინმა ისეთ გავლენიან კოლეგებთან მოასწრო თანამშრომლობა, როგორებიც არიან: Madlib, The Alchemist, Dj Muggs, Dj Premier, MF Doom, Eminem, Black Thought, 50 Cent, Pete Rock და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული