Thumbnail

პოლ მაკკარტნი: რინგო სტარის გარდა, ორი ფავორიტი დრამერი მყავს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გამოცემა Cheatsheet-მა ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, პოლ მაკკარტნის შესახებ 1997 წელს გამოცემული ბიოგრაფიული წიგნიდან Paul McCartney: Many Years from Now ამონარიდი გაიხსენა, რომელშიც პოლი თავის რჩეულ სამ დრამერს ასახელებს.

The Beatles-ის სიმღერა, რომელიც პოლ მაკკარტნიმ ფრენკ სინატრასთვის დაწერა

პოლ მაკკარტნიმ 78-ე დაბადების დღის სურვილი გაამხილა

"ჩემი ფავორიტი დრამერები არიან რინგო სტარი, შემდეგ კით მუნი [The Who] და ჯონ ბონემი [Led Zeppelin]. შესაძლოა, ტექნიკურად საუკეთესოები არ იყვნენ, თუმცა, გრძნობდნენ, რასაც აკეთებდნენ. განსაკუთრებით რინგო", - ამბობდა მაკკარტნი.

ცნობილია, რომ კით მუნმა მაკკარტნის ერთხელ The Beatles-ის დრამერად საკუთარი თავი შესთავაზა, რაზეც პოლმა ენამოსწრებულად უპასუხა, რომ ამ საკითხს მხოლოდ რინგოსთან ერთად განიხილავდა.

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. "ბითლზის" დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო. არტისტს 18 ალბომი აქვს გამოშვებული. მათ შორის უკანასკნელი Egypt Station მაკკარტნიმ 2018 წლის 7 სექტემბერს გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული