Thumbnail

როჯერ ტეილორი: ფრედი მერკური რომ ცოცხალი იყოს, Queen ახალ სიმღერებს ისევ დაწერდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Queen დრამერი, როჯერ ტეილორი რადიოსადგურ BBC Radio 6 Music-ს სტუმრობდა. მუსიკოსის თქმით, ფრედი მერკური რომ ცოცხალი ყოფილიყო, ბენდი ახალი ნამუშევრების შექმნასა და გავრცელებას დღემდე გააგრძელებდა.

► Queen-ის თაყვანისმცემელი იხსენებს, თუ როგორი იყო ჯგუფის კონცერტები

► სიმღერა, რომელიც Queen-მა მარტინ ლუთერ კინგის შთაგონებით დაწერა

► რატომ აიძულებდა ფრედი მერკური მეგობრებს პრინსის ვიდეოების ყურებას

"ფრედი ჩემი ძალიან, ძალიან ახლო მეგობარი იყო. თავიდანვე ერთად მოვდიოდით. ერთმანეთის ტანსაცმელიც კი გვეცვა ხოლმე. მჯერა, ის რომ ცოცხალი იყოს, ახალ ნამუშევრებს ისევ შევქმნიდით, რადგანაც არაჩვეულებრივი თანამშრომლობა გვქონდა. არ ვიცი, ჯონ დიკონი თუ შემოგვიერთდებოდა, ალბათ, არ იქნებოდა მზად ამისთვის. მე, ბრაიან მეის და ადამ ლამბერტს ძალიან გვიყვარს მუშაობა და კონცერტების გამართვა. ჩემი ჯგუფით ვამაყობ და მიხარია, რომ ჯერ კიდევ აქტუალურები ვართ", - ამბობს როჯერ ტეილორი.

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა. ჯგუფის ფრონტმენი ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. 2004 წლიდან ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პროექტით Queen + საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. მათ ტურნეებში ვოკალისტების როლში პოლ როჯერსი, 2011 წლიდან კი ადამ ლამბერტი მოგვევლინენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული