Thumbnail

ნახეთ: ქეთი მელუა ახალ კომპოზიციაზე A Love Like That გადაღებულ კლიპს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანეთში მოღვაწე მუსიკოსი, ქეთი მელუა ახალ კომპოზიციას A Love Like That და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. რეჟისორ ჩარლი ლაითნინგის მიერ გადაღებულ კლიპში მომღერალს პარტნიორობას მსახიობი ბილი ჰოული უწევს. სიმღერა, რომლის პრემიერაც BBC-ის რადიოსადგურ Radio 2-ში შედგა, ქეთის მომავალ ალბომში Album No. 8 სინგლის სახით შევა. სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 16 ოქტომბერს ჩაეშვება და მასში 10 ტრეკი იქნება წარმოდგენილი.

ეს პირველი ორიგინალური კომპოზიციებისგან შემდგარი ნამუშევარია, რომელიც მომღერალმა 2016 წელს გავრცელებული In Winter-ის შემდეგ გამოუშვა. 2019 წლის დეკემბერში მუსიკოსმა საკონცერტო ალბომი Live In Concert, 2018 წელს კი კომპილაციური ჩანაწერი Ultimate Collection გაავრცელა.

ქართველმა მომღერალმა კარიერა 2003 წელს დაიწყო. ქეთი ორი Echo Awards-ის (გერმანიის გრემად წოდებული მუსიკალური ჯილდო) მფლობელია. პოპვარსკვლავს 11 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. 2006 წელს ჩრდილოეთის ზღვის ქვეშ 303 მეტრის სიღრმეზე ჩატარებული სოლო კონცერტისთვის მელუა გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული