Thumbnail

ნახეთ: ქანიე ვესთისა და ტრევის სკოტის ახალი კლიპი Wash Us In The Blood

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანმა ჩიკაგოელმა მუსიკოსმა, ქანიე ვესთმა ახალი კომპოზიცია Wash Us In The Blood და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერში მისი უმცროსი კოლეგა, პოპულარული არტისტი, ტრევის სკოტი მონაწილეობს, რომელმაც ვესთთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. ნამუშევარი ჟღერადობით ქანიეს 2013 წლის ალბომს Yeezus მოგვაგონებს. ტრეკის ერთ-ერთი პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Ronny J გახლავთ.

ნახეთ: ქანიე ვესთმა და დოქტორ დრემ ალბომზე მუშაობა დაასრულეს

ნახეთ: ქანიე ვესთი და ქიდ ქადი ანიმაციურ სერიალს გამოუშვებენ

ნახეთ: ქანიე ვესთი 16 წლის შემდეგ ტრეკის Spaceship კლიპს ავრცელებს

ტრეკი ქანიეს მომავალი ალბომის God's Country პირველი სინგლია. სტუდიურ ჩანაწერზე ვესთმა ლეგენდარულ დოქტორ დრესთან ერთად იმუშავა.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული