Thumbnail

ჯონი კეშის მიერ 1973 წელს ჩაწერილი ლაივ ალბომი 31 ივლისს გამოქვეყნდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ჯეკ უაითის დაფუძნებული ლეიბლი Third Man Records 31 ივლისს ლეგენდარული არტისტის, ჯონი კეშის მიერ ლოს ანჯელესში, Ahmanson Theatre-ში 1973 წელს ჩაწერილ, მაგრამ გამოუქვეყნებელ ლაივ ალბომს A Night To Remember გაავრცელებს.

ამასთან, გამოიცემა ჩანაწერის DVD, რომელზეც კომპოზიციების შესრულება, კადრს მიღმა სცენები და სხვა საინტერესო მასალა იქნება წარმოდგენილი.

ჯონი კეშმა მოღვაწეობა 1954 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 90 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია: Hurt, God's Gonna Cut You Down, Ring Of Fire, I Walk The Line და სხვები. არტისტი შეყვანილია გოსპელის, ქანთრისა და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზებში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული