Thumbnail

მოუსმინეთ: დალაი ლამამ მორიგი კომპოზიცია One of My Favorite Prayers გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ტიბეტელი ხალხისა და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერმა ლიდერმა, დალაი ლამამ ახალი კომპოზიცია One of My Favorite Prayers გაავრცელა. ნამუშევარი მის სადებიუტო ალბომში Inner World იქნება წარმოდგენილი, რომელიც 85-ე დაბადების დღის აღსანიშნავად 6 ივლისს გამოიცემა.

მოუსმინეთ: დალაი ლამა კომპოზიციას Compassion ავრცელებს

11 კომპოზიციისგან შემდგარ ალბომზე დალაი ლამა მუსიკოს ცოლ-ქმართან, ჯუნელე და აბრაამ კუნინებთან ერთად ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. სულიერი ლიდერის მიერ წაკითხულ მანტრებსა და სწავლებებს სწორედ აბრაამის მუსიკა ედება ფონად. Inner World-ის ჩაწერაში სხვა მუსიკოსებმაც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორისაა გრემის ნომინანტი ინდოელი არტისტი, ანოშკა შანკარი, რომელმაც კომპოზიციაზე Ama La იმუშავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული