Thumbnail

კეტი პერი: ორლანდო ბლუმთან დაშორების შემდეგ გაღიმების უნარი დავკარგე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, კეტი პერიმ რადიოსადგურ CBC Radio One-ის ეთერში ის მოკლე პერიოდი გაიხსენა, როდესაც 2017 წელს მსახიობ ორლანდო ბლუმთან იყო დაშორებული. როგორც ცნობილია, ისინი ამჟამად დანიშნულები არიან და პირველ შვილსაც ელოდებიან.

ნახეთ: კეტი პერიმ ახალი კომპოზიცია Daisies პროექტში American Idol იმღერა

კეტი პერი: Queen-ის ამ სიმღერამ ჩემი ცხოვრება შეცვალა

"მაშინ გაღიმების უნარი დავკარგე. ის სიყვარული და აღტაცება, რომელსაც ცხოვრებისგან ვგრძნობდი, რადიკალურად შეიცვალა. დაახლოებით ისე ვიყავი, გემმა რომ მარშრუტიდან გადაუხვიოს და სულ სხვა კუნძულზე მოხვდეს. ამან ჩემს კარიერაზეც იმოქმედა. თუმცა, მაინც დიდი გამოცდილება მივიღე. ჩემი თავი სრულიად განსხვავებულ სიტუაციებში აღმოვაჩინე. ბევრ რამეზე სიღრმისეულად დავფიქრდი. მადლიერება გახლდათ ის მთავარი ფაქტორი, რამაც ცხოვრება გადამირჩინა. ის რომ არ მეგრძნო, ალბათ, სევდაში ჩავიძირებოდი და ვეღარ მოვახერხებდი იქიდან გამოსვლას. ძალიან რთული იყო, მაგრამ მაინც შევძელი, დამენახა ისეთი რაღაცები, რისიც მადლიერი ვიქნებოდი. ეს ძალიან დამეხმარა", - იხსენებს მუსიკოსი.

კეტრინ ელიზაბეტ ჰადსონს, სასცენო სახელით Katy Perry, დღემდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Roar და Dark Horse მოუტანა, რომლებზეც გადაღებულმა ვიდეოკლიპებმა იუთუბზე რამდენიმე მილიარდი ნახვა დააგროვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული