Thumbnail

ნახეთ: ფოფ სმოუქის ალბომის გარეკანი და ტრეკლისტი გავრცელდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მიმდინარე წლის თებერვალში მოკლული 20 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის, ბაშარ ჯექსონის, ფსევდონიმით Pop Smoke, ლეიბლის Victor Victor დამფუძნებელმა, სტივენ ვიქტორმა ინსტაგრამზე რეპერის მომავალი ალბომის გარეკანი და ტრეკლისტი გამოაქვეყნა. Shoot For The Stars, Aim For The Moon გაყიდვაში 3 ივლისს ჩაეშვება. მისი აღმასრულებელი პროდიუსერი ფოფ სმოუქის მენტორი, ვეტერანი ქუინსელი შემსრულებელი 50 Cent გახლავთ.

50 Cent: ფოფ სმოუქი ყველასგან განსხვავდებოდა, მე ის ძალიან მიყვარდა

სტუდიური ნამუშევრის გარეკანის ავტორი ცნობილი დიზაინერი, ვირჯილ აბლოა. მისმა შექმნილმა ყდამ თაყვანისმცემლების კრიტიკა დაიმსახურა, რის გამოც შესაძლოა, ის შეიცვალოს.

ფოფ სმოუქის ალბომში ძირითადად ჰიპ ჰოპის ახალი თაობის წარმომადგენლები, მათ შორის Lil Baby, DaBaby, Quavo, Swae Lee, Roddy Ricch და King Combs მონაწილეობენ. მათ გარდა მსმენელი ბრუკლინელის უფროსი კოლეგების, Future-სა და Tyga-ს პარტიებს მოისმენს. კომპოზიციაში The Woo. კი თავად 50 Cent-ს შეხვდებით.

01. Bad Bitch From Tokyo (Intro) (prod. by 808Melo)
02. Aim For the Moon [ft. Quavo] (prod. by 808Melo and WondaGurl)
03. For the Night [ft. Lil Baby & DaBaby] (prod. by CashmoneyAP and Palaze)
04. 44 Bulldog (prod. by Mobz and Mora)
05. Gangstas (prod. by Swirv & CashmoneyAP)
06. Yea Yea (prod. by HakzBeats)
07. Creature. [ft. Swae Lee] (prod. by 808Melo)
08. Snitchin [ft. Quavo & Future] (prod. by Buddah Bless & SethTheChef)
09. Make It Rain. [ft. Rowdy Rebel] (prod. by Yamaica)
10. The Woo. [ft. 50 Cent & Roddy Ricch] (prod. by 808Melo)
11. West Coast Shit. [ft. Tyga & Quavo] (prod. by DJ Mustard and Bongo)
12. Enjoy Yourself [ft. Karol G] (prod. by Palaze & Luci G)
13. Hotel Lobby (prod. by 808Melo & Jess Jackson)
14. What You Know Bout Love (prod. by Tash)
15. Something Special (prod. by Duro)
16. Diana [ft. King Combs] (prod. by SpunkBigga)
17. Got It on Me (prod. by Young Devante)
18. Tunnel Vision (Outro) (prod. by 808Melo, Nagra & Carson Hackney)
19. Dior (Bonus) (prod. by 808Melo)

ფოფ სმოუქმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ის მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარშიც JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა. ფოფ სმოუქი 2020 წლის თებერვალში ჰოლივუდ ჰილზზე, საკუთარ სახლში მოკლეს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული