Thumbnail

ნახეთ: Haim კომპოზიციაზე Don't Wanna გადაღებულ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ჯგუფი Haim კომპოზიციაზე Don't Wanna გადაღებულ კლიპს ავრცელებს. მუსიკალური ვიდეორგოლის ავტორი ჯეიკ შრაიერი გახლავთ, რომელმაც ბენდთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. სინგლი არტისტების ბოლო ალბომში Women in Music Pt. III შედის, რომელიც 26 ივნისს გამოქვეყნდა.

მოუსმინეთ: Haim ახალ ალბომს Women in Music Pt. III ავრცელებს

ნახეთ: ჯგუფი Haim გადაცემაში Tiny Desk Concert

Haim ამერიკელმა დებმა: ესტე, დანიელე და ალანა ჰაემებმა 2007 წელს შექმნეს. 2013 წელს არტისტებმა სადებიუტო ალბომი Days Are Gone გაავრცელეს. 2017 წელს კი მუსიკოსებმა მეორე სტუდიური ჩანაწერი Something to Tell You გამოსცეს. ბენდის შემოქმედება პოპ როკსა და სოფთ როკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული