Thumbnail

ბრიტანულმა ჯგუფმა Glass Animals ახალი კომპოზიცია Heat Waves და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი კოლექტივის მომავალ ალბომში Dreamland შევა, რომელიც 7 აგვისტოს გამოიცემა. მუსიკალური ვიდეორგოლის ავტორი რეჟისორი კოლინ რიდი გახლავთ.

მოუსმინეთ: Glass Animals - Dreamland

ნახეთ: Glass Animals-ის დეივ ბეილიმ ბილ უიზერსის Lean on Me შეასრულა

Glass Animals ქალაქ ოქსფორდში 2010 წელს შეიქმნა. 2014 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Zaba გამოუშვა, ორი წლის შემდეგ კი რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი How to Be a Human Being გამოსცა. მუსიკოსების შემოქმედება ფსიქოდელიურ პოპსა და არტ პოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული