Thumbnail

ქართული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, გიორგი შენგელია, ფსევდონიმით FuLA, მსმენელს ორთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მუსიკოსმა ახალი კომპოზიცია "დედამიწაზე" გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი ფულას ახალგაზრდა კოლეგა Kid L გახლავთ.

ნახეთ: FuLA & Ol' Boy - სავიზიტო ბარათი

ნახეთ: FuLA - ვინ ატარებს სახეს

მოუსმინეთ: FuLA - ლოგიკის მიღმა

გიორგიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანებიდან "ქსელი 56" გახდა. არტისტის პოპულარული ტრეკებია "გეტოს შვილი", "ნუ ეფარები მზეს", "წავედი მე", "შივა" და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული