Thumbnail

ნახეთ: დიმა დადიანი კომპოზიციაზე Na Gare Mak შექმნილ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთმა პიონერმა, დიმა დადიანმა კომპოზიციაზე Na Gare Mak შექმნილი კლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის ახალ ალბომში Zestaphoni შედის, რომელიც 20 ივნისს გამოქვეყნდა. ნამუშევარი სტუდია Lenø Records-ში ჩაიწერა.

► მოუსმინეთ: დიმა დადიანი ახალ ალბომს Zestaphoni ავრცელებს

#ახალივიდეო #newmusicvideo Dima Dadiani - Na Gare Mak Video by Aleksi Soselia ახალი ალბომიდან Zestaphoni https://distrokid.com/hyperfollow/dimadadiani/zestaphoni

Posted by Lenø Records on კვირა, 28 ივნისი, 2020

დიმა დადიანმა შემოქმედებითი კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი პროექტი, რომელმაც მსმენელთა ყურადღება მიიპყრო, 1993 წელს არტ-პანკ ჯგუფ "ენერგორესურსის" ფრონტმენთან, დათო მარგიანთან ერთად შექმნილი "ვალსი" იყო. 1996 წელს ფესტივალზე "მარგარიტა" მუსიკოსმა ჯგუფის "ოქროს კბილი და ცაცხვი" შემადგენლობაში ყველაზე ორიგინალური შემსრულებლის ჯილდო დაიმსახურა, 1998 წელს კი იკო მინდაძესთან ერთად ჩამოყალიბებული დუეტის Ganjaloop ფარგლებში სადებიუტო ალბომი "გუცაევის გუცები" გაავრცელა. სხვადასხვა დროს დიმა დადიანს რამდენიმე სოლო ჩანაწერი აქვს გამოშვებული, მათ შორისაა Sinatra Dreams, JavaJava და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული